კონფერენცია

დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „კვლევისა და პრაქტიკის დაკავშირება სოციალურ მეცნიერებებში“

2023 წლის 6 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „კვლევისა და პრაქტიკის დაკავშირება სოციალურ მეცნიერებებში“.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ფსიქოლოგებმა და სტუდენტებმა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან, გაკეთდა 22 მოხსენება. მოხსენებები რამდენიმე სესიად იყო ორგანიზებული თემების მიხედვით, მათ შორის, პარალელურ სესიებადაც.

სპეციალური სესია მიეძღვნა დიმიტრი უზანძეს და ფსიქოლოგიის ინსტიტუტს. ამ სესიისათვის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა მოამზადეს ორი ვიდეო რგოლი:

1. ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომლების, ნათელა იმედაძის და დალი ბერეკაშვილის მოგონებები დ. უზნაძის და ფსიქოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ;

2. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის კატალოგიზაციის შესახებ; წარმოადგინეს უზნაძის და თანამედროვე მკვლევრების ნაშრომების ორი პუბლიკაცია (ქართულ და ინგლისურ ენებზე), ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.

მოხსენებით გამოვიდნენ როგორც ინსტიტუტის თანამშრომლები, ისე მოწვეული მკვლევრები. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიმიტრი უზნაძის შთამომავლები, რომლებმაც ასევე მონაწილეობა მიიღეს დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიისადმი შექმნილ ფილმში „განწყობა “, რომლის წინასწარი ჩვენება განხორციელდა კონფერენციაზე.

კონფერენციის აბსტრაქტების კრებული

დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის კატალოგიზაცია

მოგონებები დ. უზნაძის და ფსიქოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ
პროფესორი ნათელა იმედაძე
პროფესორი დალი ბერეკაშვილი


დიმიტრი უზნაძის დაბადებიდან 130 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

2016 წლის 2 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერისიტეტში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც დიმიტრი უზნაძის დაბადებიდან 130 წელს მიეძღვნა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ფსიქოლოგებმა და სტუდენტებმა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან, მთლიანობაში გაკეთდა 30-მდე მოხსენება, მათ შორის, 3 პოსტერი. მოხსენებები რამდენიმე სესიად იყო ორგანიზებული თემების მიხედვით, მათ შორის, პარალელურ სესიებადაც.

დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა გააკეთეს 10 მოხსენება და მოამზადეს 4 სტატია.

კონფერენციის ფარგლებში გამოიცა აბსტრაქტების და შერჩეული სტატიების კრებულები.

კონფერენციის ბროშურა

კონფერენციის შრომები